Monday, July 16, 2018

ტრენინგის მეცხრე დღე-16/07/2018

დღეს დავასრულე ბლოგზე მასალების ატვირთვა, გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია და შევაჯამეთ კურსის მუშაობის შედეგები;

Thursday, July 12, 2018

ტრენინგის მერვე დღე - 12/071918

დღეს დავასრულე და ავტვირთე მოსწავლის ნამუშევარი (ბუკლეტი და პრეზენტაცია),
განვიხილეთ  კითხვების დასმის ტექნიკა, გავუკეთე მოდიფიცირება სასწავლო პროექტის გეგმას და ვისაუბრეთ, როგორ გავუწიოთ ფასილიტაცია კლასს, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პროცესში.

Monday, July 9, 2018

ტრენინგის მეშვიდე დღე 9/07/2018

დღეს, ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე და შევავსეთ კითხვარი, ასევე  შევავსე და დავხვეწე შეფასების  ბარათები. გამზადებული მასალები ავტვირთე Google Drive-ში.

Monday, July 2, 2018

მეხუთე დღე - 2/07/2018

დღეს განვიხილეთ, ერთმანეთს გავუზიარეთ  და ვისწავლეთ:
1.  სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია;
2. სასწავლო პროექტის მეშვეობით სტანდარტის მიღწევის საკითხები;
3. საავტორო უფლებების კანონმდებლობა და სამართლიანი გამოყენება;

Thursday, June 28, 2018

მეოთხე დღე-28/06/2018

დღეს პირველ რიგში   გავიხსენეთ და მიმოვიხილეთ წინა ტრენინგზე განვლილი მასალა . ასევე დავასრულეთ მოსწავლის ბუკლეტზე მუშაობა. შევიმუშავეთ შეკითხვების დასმის ტექნიკა . განვაგრძე პროექტის მსვლელობაზე და დავიწყე პრეზენტაციაზე მუშაობა.

Monday, June 25, 2018

მესამე დღე -25/06/2018

დღევანდელი დღე საკმაოდ ნაყოფიერი იყო, რადგან დავასრულეთ მასწავლებლის ბუკლეტზე მუშაობა და ნაწილობრივ გავაკეთეთ მოსწავლის ბუკლეტი.  შევიმუშავეთ და განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.

Thursday, June 21, 2018

მეორე დღე - 21/06/2018

 გავიხსენეთ პირველი დღის ტრენინგის სამუშაო. ნაწილობრივ შევავსეთ პროექტის შაბლონი, ვისწავლეთ სტატიაზე მუშაობა , ბუკლეტის დამზადება  და დიზაინი.