Thursday, June 28, 2018

მეოთხე დღე-28/06/2018

დღეს პირველ რიგში   გავიხსენეთ და მიმოვიხილეთ წინა ტრენინგზე განვლილი მასალა . ასევე დავასრულეთ მოსწავლის ბუკლეტზე მუშაობა. შევიმუშავეთ შეკითხვების დასმის ტექნიკა . განვაგრძე პროექტის მსვლელობაზე და დავიწყე პრეზენტაციაზე მუშაობა.

Monday, June 25, 2018

მესამე დღე -25/06/2018

დღევანდელი დღე საკმაოდ ნაყოფიერი იყო, რადგან დავასრულეთ მასწავლებლის ბუკლეტზე მუშაობა და ნაწილობრივ გავაკეთეთ მოსწავლის ბუკლეტი.  შევიმუშავეთ და განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.

Thursday, June 21, 2018

მეორე დღე - 21/06/2018

 გავიხსენეთ პირველი დღის ტრენინგის სამუშაო. ნაწილობრივ შევავსეთ პროექტის შაბლონი, ვისწავლეთ სტატიაზე მუშაობა , ბუკლეტის დამზადება  და დიზაინი.

Monday, June 18, 2018

პირველი დღე - 18/06/2018

ჩემთვის დღევანდელი დღე საკმაოდ ნაყოფიერი, დატვირთული და ინფორმაციის მომცველი იყო. პირველ რიგში გავიცანი ჩემი კოლეგები, რომლებთანაც დანარჩენი სამუშაო  დღეების განმავლობაში მომიწევს მუშაობა და თანამშრომლობა. ვიმსჯელეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე და მათი განვითარების სტრატეგიებზე მოზარდ თაობაში.
შევქმენით ბლოგი, სადაც მომავალში ავტვირთავთ ჩვენს ნამუშევრებს, ასევე ავტვირთეთ საქაღალდეები  Google Drive-ში . განვიხილეთ პროექტის შაბლონი და ვიმსჯელეთ, როგორ დავიწყოთ პროექტის  წერა და რა უნდა გავითვალისწინოთ წერის დროს.
სამუშაო დღის დასასრულს მივიღეთ ინსტრუქცები საშინაო დავალებისთვის.