შეფასების გეგმის ჩეკლისტი
გავითვალისწინე:
მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროებების შეფასება
კითხვა პასუხით რათა განისაზღვროს მოსწავლის გამოცდილება, უნარები, მოხდეს არსებული
ცოდნის დაკავშირება შესასწავლ საკითხთან.
ნაშრომი ან აქტივობა,
რომელიც ჩართავს მოსწავლეებს და საუკეთესოდ წარმოაჩენს ჩემს დასახულ სწავლების მიზნებს
და განსავითარებელ სააზროვნო უნარებს.
მასწავლებლის მიერ
ნაჩვენები დოკუმენტური ფილმი სამონასტრო
ცხოვერების შესახებ, რაც აღძრავს ინტერესს მოსწავლეებში უკეთესად გაეცნონ და შეიმეცნონ
ინფორმაცია საეკლესიო და სამონასტრო ცხოვრებაის
შესახებ და იწვევს მათ მაქსიმალურ ჩართულობას სამუშაო პროცესსი.
როგორი იქნება
ხარისხიანი ნამუშევარი და როგორ ჩავრთავ მოსწავლეებს პროექტის მოლოდინების, სასწავლო
მიზნების და კრიტერიუმების გააზრებაში.
შესაფასებით
ვაფასებ მოსწავლეების უნარს, თუ რამდენად დამოუკიდებლად ართმევენ
თავს საკითხის შესწავლას, გამოხატავენ თუ არა ინტერპერსონალურ უნარებს,
რამდენად ხარისხიანად ასრულებენ სამუშოს, რამდენად კარგად აღიქვამენ
უკუკავშირს და აფასებენ თანაკლასელის სამუშაოს.
თავს საკითხის შესწავლას, გამოხატავენ თუ არა ინტერპერსონალურ უნარებს,
რამდენად ხარისხიანად ასრულებენ სამუშოს, რამდენად კარგად აღიქვამენ
უკუკავშირს და აფასებენ თანაკლასელის სამუშაოს.
როგორ შევაფასებ
მაღალი დონის სააზროვნო და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.
ახალი იდეების განვითარება, განხორციელება და სხვებისთვის
გაზიარება;ახალი და მრავალფეროვანი პერსპექტივებისთვის ღიაობა და მზაობა; საღი მსჯელობა
და აღქმა; ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური
შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან
დაკავშირებით, შეძლებენ მოძიებული მასალების სინთეზს და ანალიზს და მოახდენენ მიღებული
ცოდნის ტრანსფერს.
ანგარიშგების
და მონიტორინგის სტრატეგიები, რომლებიც ხელს შეუწყობს დამოუკიდებელი და ჯგუფური მუშაობის
დროს მოსწავლეთა სწავლის თვითრეგულაციას და პროგრესს; მონიტორინგის და ანგარიშგების ინსტრუმენტები, რომელთა
შექმნაც დამჭირდება.
ჩართული მხარების
ძლიერი თვისებების/უნარების გამოყენება საერთო მიზნის მისაღწევად;
როგორ შევამოწმებ,
რამდენად გაიგეს მოსწავლეებმა საკითხი, გამოვავლენ მცდარ შეხედულებებს და, საჭიროებისამებრ,
შევიტან ცვლილებებს სწავლების პროცესში.
გამოკითხვით, რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, რომ თავისუფლად
გამოხატონ მათი აზრები და იდეები, გააკეთონ რეფლექსია სხვა მოსწავლეების ახსნაზე, გაიაზრონ
კავშირები. გამოვიყენებ ტესტებს, ტესტები
ხშირად გვთავაზობენ ცოდნის დაუფლებისა და გაგების დასაბუთებას.
როგორ უნდა განვსაზღვრო,
იყენებენ თუ არა მოსწავლეები მიღებულ ცოდნას ახალ სიტუაციებში.
შევაფასებ გაურკვეველ სიტუაციებსა და პრიორიტეტების
ცვლილების გარემოში ეფექტურად მუშაობას.ინიციატივის გამოჩენას.
როგორ უნდა შევუწყო
ხელი თანატოლთა უკუკავშირს.
მოსწავლეები განიხილავენ შეთავაზებულ ორ ნიმუშს
ჯგუფებში ერთს მაღალ დონეზე შესრულებულ ნაშრომს და მეორეს დაბალ დონეზე შესრულებულს
.შეადარებენ ნამუშევრების სუსტ და ძლიერ მხარეებს.
გამოკითხვა საშუალებას
აძლევს მოსწავლეებს, რომ თავისუფლად გამოხატონ მათი აზრები და იდეები, გააკეთონ
რეფლექსია სხვა მოსწავლეების ახსნაზე, გაიაზრონ კავშირები. გამოიყენეთ
გამოწვევების შესაქმნელად, მოსწავლეების გაგების შესაფასებლად და გაკვეთილების
გადასამოწმებლად.
შეფასების მეთოდები,
რომლებიც დაეხმარება მოსწავლეებს თავიანთი სასწავლო სტრატეგიების რეფლექსიაში (მეტაკოგნიტური) და რა
სახის შეფასებების შექმნა მომიწევს.
დაკვირვების შედეგად გაკეთებული ჩანიშვნები ხელს
უწყობს სწავლების დაგეგმვას და თვალსაჩინოებას სძენს საბოლოო შეფასებებს.პროგრესის
ანგარიშები ეხმარებათ მოსწავლეებს, რომ ასახონ პროგრესი ან თავისთვის განმარტონ
სხვადასხვა საკითხი. ანგარიში შეიძლება იყოს სამუშაო ვერსიის, მონაცემების
შეჯამების ან სხვა სახით წარმოდგენილი.
როგორ უნდა დავრწმუნდეთ
მე და მოსწავლეები, რომ მათ მიაღწიეს დასახულ მიზნებს.
მოკლე რეგულარული ჯგუფური და ინდივიდუალური
შეხვედრები პროექტის მანძილზე. ეფექტურად აისახება დასახულ მიზნისკენ მსვლელობაში
როგორ გამოვიყენებ
შეფასების მონაცემებს მომავალში სწავლის პროცესის დაგეგმვისთვის და მოსწავლეების თვითშეფასებისა
და ახალი მიზნების დასახვის ხელშეწყობისთვის.
მოვახდენ
მიმდინარე პროექტის ანალიზს, გამოვავლენ პროცესის ძლიერ და სუსტ
მხარეებს , რომელიც დამეხმარება ახალი მიზნების დასახვასა და მიღწევაში.
მხარეებს , რომელიც დამეხმარება ახალი მიზნების დასახვასა და მიღწევაში.
No comments:
Post a Comment