სასწავლო პროექტის გეგმა


სასწავლო პროექტი

სასწავლო პროექტის ავტორი
სახელი, გვარი
მანანა  ასანიშვილი
ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი
თბილისი
სკოლა
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა
პროექტის მონახაზი
პროექტის დასახელება
საეკლესიო და სამონასტრო ცხოვრება საქართველოში
პროექტის შინაარსი
მოსწავლეებმა უნდა მოძიონ თანამედროვე და ადრეფეოდალურ ხანაში მიმდინარე სამონასტრო ცხოვრების შესახებ ინფორმაცია.   გაიხსენონ ასურელი მამების  და გაეცნონ გროგოლ ხანძთელის მოღვაწეობას. მოიძიონ და შეისწავლონ ეკლესიაში არსებული იარარქია და წესები.  მოილოცონ და შეხვდნენ მონასტრის წინამძღვარს (იღუმენს), იქ მოღვაწე ბერებს (მონაზვნებს) და მათგან პირადად მოისმინონ საეკლესიო ცხოვრების, იქ არსებულ პრობლემებს შესახებ ინფორმაცია და თავადაც ივნენ  ერთი დღე ამ ცხოვრების მონაწილე.  მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე შეადარონ ადრეფეოდალური ხანის  სამონასტრო ცხოვრება  დღევანდელს და   გააკეთონ პრეზენტაციები.
საგანი/საგნები
ისტორია / ქართული / გეოგრაფია
საფეხური/კლასი
საბაზო,  IX კლასი
პროექტის განხორციელების დრო
2 თვე
პროექტის საფუძვლები
საგნობრივი სტანდარტები
ისტ.IX.6. მოსწავლეს შეუძლია  მსჯელობა საქართველოში არსებული რელიგიებისა და მათი აქ გავრცელების ისტორიული მიზეზების შესახებ.
Ø  აანალიზებს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების მნიშვნელობას ქართული სახელმწიფოს საგარეო ორიენტაციის განსაზღვრაში. მსჯელობს ქრისტიანობის როლზე ქართული კულტურის განვითარებაში და ქართული ეთნოსის განმტკიცებაში;
Ø  ირჩევს ქართული ეკლესიის ორ წარმომადგენელს და ადარებს მათ მოღვაწეობას რელიგიურ და კულტურულ სფეროში;
Ø  ადგენს საქართველოში სხვადასხვა ეპოქაში არსებული რელიგიებისა და კონფესიების სიას და მსჯელობს მათი ურთიერთობების შესახებ როგორც ერთმანეთთან, ასევე სახელმწიფოსთან;
Ø  აღწერს ქართული ეკლესიის სტრუქტურას სხვადასხვა ეპოქაში და ახასიათებს მის ეირარქიას.
ისტ.IX.7. მოსწავლეს შეუძლია   მსჯელობა ქართული კულტურის სხვადასხვა დარგის ჩამოყალიბებისა და  განვითარების შესახებ.
Ø  რუკაზე აღნიშნავს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებულ საეკლესიო და საგანმანათლებლო კერებს და აკეთებს იმ დისციპლინების ჩამონათვალს, რომლებსაც იქ ასწავლიდნენ;
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
v  შემოქმედებითი იდეების პრაქტიკული გამოცდა ინოვაციურ სფეროში, მასში ეფექტური და რეალური წვლილის შესატანად.

v  საღი მსჯელობა და აღქმა;
v  მიზნობრივი კითხვების ფორმულირება და დასმა სხვადასხვა მოსაზრების გასაცნობად და უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად;
v  ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად.
v  იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
v  პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის  პროცესში;
v  ტექნოლოგიის გამოყენება, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალების.
v  საკუთარი სასწავლო საჭიროებებისა და წარმოდგენების მონიტორინგი;
v  დავალებების განსაზღვრა, პრიორიტეტების მინიჭება და შესრულება პირდაპირი ზედამხედველობის გარეშე;
v  დროის და სამუშაო დატვირთვის ეფექტური განკარგვა;
v  ადეკვატურად და პროდუქტიულად თანამშრომლობა;
v  მოსაზრებებისა და გადაწყვეტილებების საჭიროებისამებრ დაბალანსება სხვადასხვა ჯგუფთან ერთობლივი მუშაობისას;
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
Ø  როგორ გესმით რა არის  რწმენა?!“
Ø  რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის რწმენა და მისი  განმტკიცების მიზნით რას გააკეთებდით?!“
თემატური კითხვები

Ø  აასახელეთ  ისტორაში არსებული კონკრეტული ფაქტები, სადაც რწმენის გამტკიცების მიზნით  მოღვაწეობდნენ სასულიერო და საერო პირები.
Ø  რა  ინფორმაცის ფლობთ ამ პიროვნებების მოღვაწეობის შესახებ?

შინაარსობრივი კითხვები

Ø  როგორი იყო საეკლესიო და სამონასტრო ცხოვრება საქართველოში?
Ø  რა განსხვავებაა თეთრ და შავ სამღვდელოებას შორის?
Ø  როგორი არის საეკლესიო იერარქია საქართველოში?
Ø  შეიცვალა თუ არა საუკუნეების განმავლობაში საეკლესიო და სამონასტრო ცხოვრებაში რამე?
შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო (შეფასების სტრატეგიები)
პროექტის მსვლელობის ეტაპები
შეფასების მეთოდ(ებ)ი
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
პროექტის დასაწყისში
v  •შეკითხვების დასმა
v  დღიურში ჩანაწერების წარმოება

  ჯგუფური განხილვის   რუბრიკა
პროექტის მსვლელობისას
v  დღიურის ჩანაწერები
v  პროექტის შეკითხვების ჩამონათვალი
v  პრეზენტაციის რუბრიკა
v  დაკვირვების ჩანაწერები
 თანატოლთა უკუკავშირი 
თემატური რუბრიკა
პროექტის დასრულების შემდეგ
v  თემატური რუბრიკა
v  პრეზენტაციის რუბრიკა
შეკითხვების დასმა ჯგუფური განხილვის რუბრიკა
შეფასების მოკლე მონახაზი
აღწერეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები, რომლებსაც კლასში მოსწავლეებთან მუშაობისას სასწავლო ციკლის სხვადასხვა ეტაპზე იყენებთ საჭიროებების განსაზღვრის, მიზნების დასახვის, პროგრესის მონიტორინგის, უკუკავშირის უზრუნველყოფის, კრიტიკული აზროვნებისა და პროცესების შეფასების ანალიზისთვის. შეფასების ფორმები შესაძლოა მოიცავდეს გრაფიკულ დამგეგმავებს (ორგანაიზერებს), ინსტრუქციებს წერითი სამუშაოსთვის, პრაქტიკული მუშაობის ჩანაწერებს, ჩეკლისტებს, გამოკითხვებსა და რუბრიკებს. ის შესაძლოა ასევე აღწერდეს მოსწავლეების მიერ შექმნილ პროდუქტებს, პრეზენტაციებს, დოკუმენტებს, ან შეფასებებს რომლებსაც იყენებთ. სასწავლო პროცედურების გრაფაში განმარტეთ, ვინ იყენებს შეფასებებს, როგორ და სად გამოიყენება მისი შედეგები
სხვა საკითხები

წინარეცოდნა
აღწერეთ ის აუცილებელი კომპეტენციები და ტექნიკური უნარ-ჩვევები, რომლებსაც მოსწავლეები უნდა ფლობდნენ პროექტის განხორციელებამდე
ფაქტობრივი ცოდნა:   
·         იციან ქრისტიანობის, როგორც რელიგიად ჩამოყალიბების ასევე მის სახლმწიფო  რელიგიად გამოცხადების  ისტორია  რომსა და საქართველოში. 
·         ფლობენ ზოგად ინფორმაციას  პირველი საეკლესიო კრებების (იგულისხმება ნიკეს, კონსტანტინეპოლის, ეფესოს, ქალკედონის საეკლესიო  კრებები) მოწვევის მიზეზს და აქ მიღებული გადაწყვეტილებებს.
·           იცნობენ 13 ასურელი მამის ჩამოსვლის მიზანს  და მათ მოღვაწეობას საქართველოს სხავადასხვა კუთხეში;
უნარ-ჩვევბი:
შეუძლიათ:
·         საღი მსჯელობა და აღქმა;
·         იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
·         ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად.
·         ტექნოლოგიის გამოყენება, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალების.

სასწავლო პროცედურები
აღწერეთ სასწავლო პროექტის სრული ციკლი. განსაზღვრეთ მოსწავლეთა მიერ შესრულებული აქტივობების მაშშტაბები და თანმიმდევრობა. აღწერეთ მოსწავლეთა ჩართულობა სწავლის პროცესის დაგეგმვაში.
I დღე
აქტივობა#1
 გაკვეთილზე გამოწვევის მიზნით   მასწავლებელი დაფაზე ხაზავს ასოციციურ რუკას  და სვამს კითხვას:   „როგორ გესმით რა არის  რწმენა?!“ ყველა მოსწავლის აზრი ფიქსირდება დაფაზე. 
აქტივობა#2
შემდეგ უკვე სვამს მეორე კითხვას:  „რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის რწმენა და მისი  განმტკიცების მიზნით რას გააკეთებდით?!“ მასწავლებელი მოსწავლეებს  ურიგებს ბარათებს, სადაც საკუთარი აზრის დაფიქსიერებას სთხოვს, შემდეგ ბარათებს კრეფს და განიხილავს მათზე დაწერილ მოსაზრებეს.
აქტივობა#3
მასწავლებელი  მოსწავლეებს ყოფს ჯგუფებად ურიგებს ფლირჩარტს  (სულ 4 ჯგუფი) და ავალებს: გაიხსენონ საქართველოს ისტორიიდან  მაგალითები,  სადაც გვაქვს  რწმენის გავრცელების, მისი შენარჩუნების და განმტკიცების კონკრეტული მაგალითები. შეადარონ ვენის დიაგრამის ან  T სქემის საშუალებით მათი მოღვაწეონის საერთო და განმანსხვავებელი ნიშნები და წარმოადგინონ პრეზენტაციის სახით.
საშინაო დავალება: გაიხსენეთ  და დაწერეთ რეფერატი: „ცამეტი ასურელი მამის მოღვაწეობა“
II დღე
აქტივობა#1
განვიხილავთ  საშინაო დავალებას და ვმსჯელობთ ადრეფეოდალური საქართველოში არსებულ სამონასტრო ცხოვრებაზე. 
აქტივობა#2
 მასწავლებელს შემოაქვს ტექსტი(ნაწყვეტი) გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან ურიგებს ჯგუფებს და სთხოვს გააკეთონ კონკრეტული ტექსტიდან  დასკვნა  გრიგოლ ხანძთელის პიროვნების შესახებ.
აქტივობა #3
თითეული ჯგუფი აკეთებს საკუთარი მოსაზრების პრეზენტაციას.
 საშინაო დავალება:  მოიძიონ და წაიკითხონ  ტექსტი გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობის შესახებ და გაანალიზონ რა კეთდებოდა რწმენის შენარჩუნებისა და განმტკიცებისთვის ადრეფეოდალურ საქართველოში და შემდეგი გაკვეთილისთვის წარმოადგინონ ესე-ს სახით.
III დღე
აქტივობა#1  განვიხილავთ  საშინაო დავალებას,
მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს ტექსტის საფუძველზე  ჩამოთვალონ საეკლესიო თანამდებობები , დაფაზე დაალაგონ იერარქიულად და განმარტონ(თუ იციან)  თვითეულის უფლება-მოვალეობა.
 T სქემის  დახმარებით ჩამოწერონ განსხვავებები თეთრ და შავ სამღვდელოებას შორის, იმსჯელონ და  გაცვალონ ინფორმაცია ერთმანეთში.
აქტივობა#2
მასწავლებელი ურიგებს ფურცლებს შესავსებად შემდეგი აქტივობისთვის.  ვიცი /გავიგე/ მინდა ვიცოდე მასწავლებელი კრეფს ფურცლებს და შემდეგ აკეთესებს მათ ანალიზს.
საშინაო დავალება
ავალებს მოსწავლეებს მოიძიონ ინფორმაცია თეთრ და შავ სამღვდელოებაში  არსებულ საეკლესიო იერარქიიაზე და მათ უფლება მოვალეობაზე  და გააკეთონ შედარება  ვენის დიაგრამის  დახმარებით  :“ადრეფეოდალურ და თანამედროვე საქართველოს საეკლესიო იერარქიები“. მისი დახმარებით გააკეთოს დასკვანა განიცადა თუ არაცვლილება საუკუნეების განმავლობაში ეკლესიამ.
IVდღე
მთელი კლასისთვის  გაკვეთილი ერთ-ერთ მონასტერში, მონასტრის დაარსების ისტორიის და აქ მიმიდინარე სამონასტრო ცხოვრების გაცნობა, შეხვედრა მონასტრის წინამძღვართან და მასთან გასაუბრება.
Vდღე
გასვლითი გაკვეთილის დროს მიღებული შთაბეჭდილებების გაზიარება, მოსაზრებების გაცვლა და დისკუსია
საშინაო დავალება
ჯგუფებში აირჩიონ ერთ-ერთი კონკრეტული მონასტერი,  შეისწავლონ მისი ისტორია, აქ მიმდინარე ცხოვრება, გაესაუბრონ ამ მონასტრის წინამძღვარს ან იღუმენს და გადაიღონ ფოტოები
VI დღე
საშინაო დავალაებად   მიცემული მასალის საფუძველზე  კლასში ბუკლეტების  დამზადება.
საშინაო დავალებად:   ბუკლეტების დასრულება  
VII დღე
აქტივობა I#2
მასწავლებლის მითითებით სასაწავლო პროექტის ამსახველი ბლოგის შექმნა  
აქტივობა #2
მოძიებული მასალის საფუძველზე   პრეზენტაციაზე მუშაობის დაწყება.
საშინაო დავალებად: პრეზენტაციის დასრულება და ბლოგზე მოპოვებული ინფორმაციის და რესურსების ატვირთვა.
VIII დღე
პროექტის ბლოგის პრეზენტაცია;








დიფერენცირებული სწავლება
სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
აპარატურული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
კომპიუტერ(ებ)ი
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
მობილური ტელეფონი
ფოტო/ვიდეო კამერა
პრინტერი
ინტერნეტკავშირი
პროექტორი
სკანერი
ვიდეოკონფერენციის მოწყობილობა
ლაზერული დისკი /ჩიპი
ტელევიზორი
სხვა ----------
პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
ტექსტური რედაქტორი
ელ. ფოსტა
ვებედიტორი
ელ. ცხრილები
 ვიდეო/აუდიო რედაქტორი
ტესტირების პროგრამა
გრაფიკული რედაქტორი
საგამომცემლო პროგრამა
ბლოგი
საპრეზენტაციო პროგრამა
ელ. ენციკლოპედია
 სხვა ----------
ვებბრაუზერი
ელ. კითხვარი

ბეჭდური მასალები
მე-9 კლასის სახელმძღვანელო, გრ. მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“,
ინვენტარი/მასალები
კომპიუტერი, პროექტორი, ვიდეო, ხმის ჩამწერი, პრინტერი
ინტერნეტრესურსები

No comments:

Post a Comment