Monday, June 18, 2018

პირველი დღე - 18/06/2018

ჩემთვის დღევანდელი დღე საკმაოდ ნაყოფიერი, დატვირთული და ინფორმაციის მომცველი იყო. პირველ რიგში გავიცანი ჩემი კოლეგები, რომლებთანაც დანარჩენი სამუშაო  დღეების განმავლობაში მომიწევს მუშაობა და თანამშრომლობა. ვიმსჯელეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე და მათი განვითარების სტრატეგიებზე მოზარდ თაობაში.
შევქმენით ბლოგი, სადაც მომავალში ავტვირთავთ ჩვენს ნამუშევრებს, ასევე ავტვირთეთ საქაღალდეები  Google Drive-ში . განვიხილეთ პროექტის შაბლონი და ვიმსჯელეთ, როგორ დავიწყოთ პროექტის  წერა და რა უნდა გავითვალისწინოთ წერის დროს.
სამუშაო დღის დასასრულს მივიღეთ ინსტრუქცები საშინაო დავალებისთვის. 

No comments:

Post a Comment